logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება ყველა პარტიას ხელს არ აძლევს
- +

14 სექტემბერი. 2016. 16:55



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი თამარ ჩუგოშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საკუთარ განცხადებას განმარტავს, რომელიც რამდენიმე დღი წინ „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივ გეგმებზე გააკეთა. მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია აქტივისტებისა და საარჩევნო შტაბისგან, რომ „არსებული მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება ყველა პარტიას ხელს არ აძლევს".


„გვაქვს ინფორმაცია ჩვენი აქტივისტებისა და საარჩევნო შტაბისგან - არსებული მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება ყველა პარტიას ხელს არ აძლევს.

 

ჩემი განცხადება პრევენციული იყო და მისი ადრესატი გახლდათ ყველა საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის, ჩვენი აქტივისტებიც, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს ახორციელებენ.

 

მმართველი პარტია აცნობიერებს, რომ თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა, პირველ რიგში, სწორედ ჩვენი პოლიტიკურიგუნდის პასუხისმგებლობაა. ამასთან, საჭიროა, ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.





 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner