logo_geo
eng_logo
ჯოზეფ ბორელი: ჩვენ გვინდა, რომ საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოსა და უკრაინას, მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს
- +

20 თებერვალი. 2024. 18:01

 

 

„ჩვენ გვინდა, საუკეთესო ურთიერთობები ჰქონდეთ საქართველოსა და უკრაინას, მათი დაპირისპირებით მხოლოდ რუსეთი სარგებლობს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც კითხვა დაუსვეს საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობებზე.

 

როგორც ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინასა და საქართველოს შორის კარგი ურთიერთობა უნდა იყოს.

 

„კარგი განწყობა უნდა არსებობდეს ამ ურთიერთობებში. მეორე ფრონტთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას შემდეგი, ეს დიდი ამბავია, გრძელი, ხანგრძლივი ამბავია. არავის სერიოზულად ეს არ მიუღია და ამის შესახებ არც მოწოდებები არ გვსმენია უკრაინიდან ან სხვა პირების მხრიდან“, – განაცხადა ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner