logo_geo
eng_logo
პრემიერი: საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში
- +

20 თებერვალი. 2024. 19:38

"რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ამ სფეროში, პირველად ჩატარდება არჩევნები ელექტრონული წესით.

 

 

ხმის მიცემა, ხმების დათვლა, ამომრჩეველთა რეგისტრაცია განხორციელდება საარჩევნო უბნებზე ელექტრონული წესით, რაც პრაქტიკულად სპობს ყველანაირ სივრცეს მანიპულაციებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები და სწორედ ასეთი სახით ჩატარდება ჩვენთან საპარლამენტო არჩევნები. გარდა ამისა იქნება უზრუნველყოფილი ძალიან ფართოდ დაკვირვება, საერთაშორისო დამკვირვებლები იქნებიან საქართველოში, მათ შორის, მოვიწვიეთ ჩვენ ეუთო/ოდირის გრძელვადიანი მისია. ასევე მისიები ჩამოვლენ სხვადასხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, საერთაშორისო პლატფორმიდან, მათ შორის, ევროსაბჭო იქნება ბუნებრივია წარმოდგენილი, ევროპარლამენტი იქნება წარმოდგენილი, სხვა სუბიექტები. ძალიან ფართო დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნებზე.

 

 

ეს ყველაფერი ერთად, ახალი კანონმდებლობა, ელექტრონული ხმის მიცემის წესი, ფართო დაკვირვება უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამისთვის ხელისუფლება, მთავრობა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner