logo_geo
eng_logo
ქიბარ ხალვაში: ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად გაყალბებულია
- +

14 სექტემბერი. 2016. 16:59



თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აქვეყნებს სკანდალურ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, ტელეკომპანია „რუსთავი-2" ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს არასდროს ეკუთვნოდა, თუმცა დოკუმენტის ავთენტურობა თავად ხალვაშმა ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ ის გაყალბებულია. ამ საკითხთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისაუბრა. ხალვაშის თქმით, ოქრუაშვილის დოკუმენტი გაყალბებულია.


„ირაკლი ოქრუაშვილის დოკუმენტი ერთმნიშვნელოვნად გაყალბებულია. ჯერჯერობით ვერ დავადგინე, გაყალბების რა ხერხი გამოიყენა, თუმცა, ეს პროცესების განვითარებასთან ერთად დადგინდება.

 

ოქრუაშვილისა და მისი დოკუმენტის ფრიალი უკვე ტრაგიკომედიას ემსგავსება. კარგად გვახსოვს მის მიერ სატელევიზიო ეთერებში აფრიალებული დოკუმენტები ოპონენტების წინააღმდეგ - ცდილობდა, ხალხი ამ მეთოდით შეეშინებინა, თუმცა დღეს არაფერი გამოუვა", - აცხადებს ქიბარ ხალვაში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner