“როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: "სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო"! გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა!”- ამის შესახებ წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
“უდავოა საქართველოს ხელისუფლება ბოლო ორი წლის მანძილზე ატარებს უაღრესად პრაგმატულ და მიზანმიმართულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას! რაც მიმდინარე მსოფლიო ახალი გადანაწილების ფონზე მდგომარეობს შემდეგში - ბალანსირება სამყაროს ოთხივე მხარეს შორის, რამაც საბოლოოდ უნდა მოიტანოს საქართველოს სახელმწიფოებრიობის და მოსახლეობის ფიზიკური გადარჩენა! როდესაც საქართველოს ახალ პრემიერს ვუსმენდი უნებლიედ გამახსენდა დიდი კონსტანტინეს სიტყვები: "სხვის ომში მხოლოდ შლეგებს შეუძლიათ თავის გაწირვაო"! გვეყო ქართველთ მუდამ სხვის დაკრულზე ცეკვა და სხვის ომებში ქართველ ვაჟკაცთა ხმალქნევა! დიახ, გეთანხმები ბნო ირაკლი - "დროა მშვიდობა, სიწყნარე, სიმშვიდე და აღმავლობა ნახოს საქართველომა"!”- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.