logo_geo
eng_logo
მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
- +

20 თებერვალი. 2024. 22:11

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს იონას სურვილას შეხვდა. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს პროგრესს, ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს და კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილების მნიშვნელობას.

 

 

განხილვის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი და ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებზე და შემდგომ სამოქმედო გეგმაზე, ასევე, ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე.

 

 

განხილვის თემას წარმოადგენდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების პერსპექტივები. მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და მის ზეგავლენაზე ევროპის უსაფრთხოებაზე.

 

 

შეხვედრისას საქართველოსა და ლიეტუვას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის მნიშვნელობას.

 

 

 

თავის მხრივ, იონას სურვილამ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება მიულოცა და შემდგომი რეფორმების პროცესში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner