logo_geo
eng_logo
საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საერთაშორისო აუდიტის შედეგებს გაეცნენ
- +

20 თებერვალი. 2024. 22:33

ცესკოში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან არსებული სამუშაო პლატფორმის ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხების, მათ შორის ამომრჩეველთა ინფორმირების ფართომასშტაბიანი კამპანიისა და საგანმანათლებლო პროექტების შესახებ. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონული ტექნოლოგიების შესახებ ამომრჩევლებს ინფორმაციას ინტენსიურ რეჟიმში აწვდის. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საარჩევნო ელექტრონული საშუალებების საერთაშორისო აუდიტის შედეგები.

 

 

„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მივაწოდეთ ინფორმაცია საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ უცხოეთში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის საკითხებზე. გავუზიარეთ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აუდიტის შესახებ. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ დაგეგმილ აქტივობებზე, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას უზრუნველყოფს. ჩართულ მხარეებთან შეხვედრები გაგრძელდება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს ინკლუზიურ პროცესს და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ჩართულ მხარეებთან მოსაზრებების ინტენსიურ რეჟიმში ურთიერთგაზიარების შესაძლებლობას გვაძლევს“, - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner