"საქართველოს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა აქვს სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის," - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
"მივულოცე პრემიერ-მინისტრ კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა და საქართველოს პროგრესი ევროპულ გზაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. საქართველოს აქვს ევროკავშირის სრული მხარდაჭერა სამუშაოს მომდევნო ეტაპისთვის - რეფორმების განხორციელება ახლა მთავარია", - აღნიშნა მიშელმა.