logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე
- +

20 თებერვალი. 2024. 22:47

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

 

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი ოლივერ ვარჰეის ბელგიაში. ხაზი გაესვა საქართველოს მაღალ პოტენციალს გლობალური დაკავშირებადობის რუკაზე და მის როლს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდში დგომას, რათა წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner