logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ვაფასებ შარლ მიშელის საქართველოს მიმართ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში
- +

20 თებერვალი. 2024. 23:28

"ვაფასებ შარლ მიშელის საქართველოს მიმართ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე," - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

 

 

"სასარგებლო საუბარი გვქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო და ნაყოფიერი პარტნიორობის შესახებ. მე ვაფასებ შარლ მიშელის საქართველოს მიმართ მხარდაჭერას მაშინ, როდესაც ჩვენ წინ მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ვემზადებით შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპისთვის - ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისთვის! საქართველო იმსახურებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში!" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner