logo_geo
eng_logo
CNN: ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსეთმა იანვარში უკრაინის მიმართულებით გაუშვა, შეიცავდა ამერიკული და ევროპული კომპანიების ასობით კომპონენტს
- +

21 თებერვალი. 2024. 01:58

ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსეთმა იანვარში უკრაინის მიმართულებით გაუშვა, შეიცავდა ამერიკული და ევროპული კომპანიების ასობით კომპონენტს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ბრიტანულ კვლევით ორგანიზაცია Conflict Armament Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

Conflict Armament Research-მა უშუალოდ გამოიკვლია იანვარში ხარკოვის მიმართულებით გაშვებული ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის 290 კომპონენტი. ამ კომპონენტების 75% შემუშავდა და გაიყიდა შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მიერ.

 

 

რაკეტაში აღმოჩენილი კომპონენტების კიდევ 16% დაკავშირებული იყო ევროპაში რეგისტრირებულ კომპანიებთან, ხოლო 9% აზიაში რეგისტრირებულ კომპანიებთან. ამ კომპონენტების უმეტესობა ეხებოდა რაკეტის სანავიგაციო სისტემას.

 

 

CNN-ი წერს, რომ ბრიტანული კვლევითი ჯგუფის დასკვნები არის „პირველი საჯარო დადასტურება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა ეყრდნობა უცხოურ ტექნოლოგიას თავისი სარაკეტო პროგრამის განვითარებისთვის“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner