ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსეთმა იანვარში უკრაინის მიმართულებით გაუშვა, შეიცავდა ამერიკული და ევროპული კომპანიების ასობით კომპონენტს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ბრიტანულ კვლევით ორგანიზაცია Conflict Armament Research-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
Conflict Armament Research-მა უშუალოდ გამოიკვლია იანვარში ხარკოვის მიმართულებით გაშვებული ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის 290 კომპონენტი. ამ კომპონენტების 75% შემუშავდა და გაიყიდა შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანიების მიერ.
რაკეტაში აღმოჩენილი კომპონენტების კიდევ 16% დაკავშირებული იყო ევროპაში რეგისტრირებულ კომპანიებთან, ხოლო 9% აზიაში რეგისტრირებულ კომპანიებთან. ამ კომპონენტების უმეტესობა ეხებოდა რაკეტის სანავიგაციო სისტემას.
CNN-ი წერს, რომ ბრიტანული კვლევითი ჯგუფის დასკვნები არის „პირველი საჯარო დადასტურება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა ეყრდნობა უცხოურ ტექნოლოგიას თავისი სარაკეტო პროგრამის განვითარებისთვის“.