უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარტნიორებს მოუწოდა, გააგრძელონ მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა უზრუნველყონ ქვეყნის გამარჯვება რუსეთის აგრესიაზე.
"უკრაინა არასდროს დანებდება აგრესორს. მხოლოდ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინის მტკიცე მხარდაჭერა, რათა უზრუნველყონ უკრაინის გამარჯვება რუსეთის აგრესიაზე", - აღნიშნეს უკრაინის საგარეო უწყებაში.