logo_geo
eng_logo
იულია ნავალნაიამ დასავლეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებაზე
- +

21 თებერვალი. 2024. 01:31

ალექსეი ნავალნის ქვრივმა, იულია ნავალნაიამ დასავლეთს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აღიარებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

"არ აღიაროთ ეს არჩევნები. პრეზიდენტი, რომელმაც მოკლა თავისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ლეგიტიმური არ შეიძლება იყოს", - აღნიშნა იულია ნავალნაიამ.

 

 

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. ის 47 წლის იყო. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის ცნობით, 16 თებერვალს, ნავალნი სეირნობის შემდეგ ცუდად გახდა, რის შემდეგაც მან გონება დაკარგა. უწყების განმარტებით, მედიკოსებმა მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარეს, თუმცა უშედეგოდ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner