logo_geo
eng_logo
Reuters: თურქეთის სპეცსამსახურებმა ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს
- +

21 თებერვალი. 2024. 01:14

თურქეთის სპეცსამსახურებმა ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ექვსი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული პირები ინფორმაციას აგროვებდნენ თურქეთში მცხოვრები უიღურების შესახებ.

 

 

დაახლოებით 50 000 უიღური ცხოვრობს თურქეთში, რაც ცენტრალური აზიის ფარგლებს გარეთ ყველაზე დიდი დიასპორაა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner