უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა არ დაკარგავდა ავდიივკას, საბრძოლო მასალა რომ მიეღო.
"მე პატივს ვცემ საშინაო პოლიტიკას და არ ჩავერევი მასში, მაგრამ მინდა, ყველას გვახსოვდეს, რომ დებატების თითოეული დღე ნიშნავს სიკვდილს", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
"ხალხმა ერთი მარტივი რამ უნდა გაიგოს. კანონის მიღება მნიშვნელოვანია, მაგრამ დრო სჭირდება იარაღის ფრონტზე გაგზავნას. და მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ლოჯისტიკა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ ფრონტის ხაზზე", - დასძინა მან