logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოაცხადებს
- +

21 თებერვალი. 2024. 00:37

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ თეთრი სახლი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.

 

 

ჯონ კირბის თქმით, სანქციები პასუხს აგებინებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში რუსეთის ომისა და ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალებისთვის.

 

 

"ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რამ, რისი გაკეთებაც ახლა შეგვიძლია ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არის ორპარტიული ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი კანონპროექტის მიღება, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მაშინ, როცა ისინი აგრძელებენ მამაცურ ბრძოლას და იცავენ თავიანთ ქვეყანას", - აღნიშნა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner