ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკასთან“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ძალიან შთამბეჭდავი ვიზიტია და ეს შეხვედრა განსაკუთრებულად ინტერესის საგანია, რადგან უკავშირდება საქართველოს სამომავლო საგარეო პოლიტიკურ ვექტორს. შესაბამისად, ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ძალიან მაღალ დონეზე საკითხები შეთანხმდეს, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო წლებში ჩვენი აქტივობების დაგეგვმისთვის. ოპოზიციური ვითომ სკეპტიციზმისთვის ეს მიყენებული დიდი დარტყმაა“, - აღნიშნა სარჯველაძემ.