logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი „ნაცმოძრაობას“: თქვენი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა და აქციები პოლონეთის საელჩოსთან რომელ საათზე იგეგმება?
- +

21 თებერვალი. 2024. 11:36

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და ეკითხება, გეგმავენ თუ არა ისინი აქციებს პოლონეთის საელჩოსთან იმ მოტივით, რომ პოლონელმა ფერმერებმა მიმართეს პუტინს, გაუსწორდეს უკრაინას.

 

„პირველად მოგმართავთ თხოვნით! პოლონელმა ფერმერებმა დღეს ღიად მიმართეს პუტინს, რათა ის დროულად გაუსწორდეს უკრაინასა და ბრიუსელს. მაინტერესებს, დღეს თქვენი მრავალათასიანი საპროტესტო მსვლელობა და აქციები პოლონეთის საელჩოსთან თუ სხვა ლოკაციებში - რომელ საათზე იგეგმება? საცობებს მინდა ავცდე! წინასწარ დიდი მადლობა, თუკი გამაგებინებთ!“ - წერს ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner