logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ვეტო-ს დადებისთვის პრეზიდენტის კრიტერიუმები პირდაპირპროპორციულია იმასთან, რა ინტერესს ატარებს ოპოზიცია
- +

21 თებერვალი. 2024. 11:39

 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტო-ს უფლებას იმის მიხედვით გამოიყენებს, თუ რა ინტერები ექნება ოპოზიციას.

 

„ვეტო-ს დადებისთვის მისი კრიტერიუმები პირდაპირპროპორციულია იმასთან, რა ინტერესს ატარებს ოპოზიცია და რა ხაზი სჭირდებათ რომ გაატარონ. ამ შემთხვევაში, საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც მათ შორის ევროკავშირის რეკომენდაციის ფარგლებში მიმდინარეობს, არის ერთ-ერთი სამიზნე, რომ იყოს დისკრედიტებული. ვეტო იქნება დაძლეული ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, უბრალოდ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ საერთო ხაზს, რომელიც პრეზიდენტს და სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აერთიანებს“, - აღნიშნა წილოსანმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს 20 თებერვალს პარლამენტის მიერ მესამე, საბოლოო მოსმენით საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner