logo_geo
eng_logo
„Check in Georgia“ - ქართველი შემსრულებლების კონცერტები საქართველოს რეგიონებში
- +

14 სექტემბერი. 2016. 17:30



საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia" გრძელდება.


პროექტის ფარგლებში, 15 სექტემბერს თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე გაიმართება კიდევ ერთი კონცერტი ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით; ადგილობრივი მსმენელის წინაშე წარდგებიან - ანსამბლი „სუხიშვილები", რომა რცხილაძე და ჯგუფი „+995"; დასაწყისი 20:00 საათზე.


აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia" წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებასა და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი - ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5" და ხოსე კარერასი.


 „Check in Georgia"-ს განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia" მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner