საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პრიორიტეტის შესახებ მსოფლიოსთვის პოლიტიკურ გზავნილად შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ეს გზავნილი ბრიუსელმა მიიღო, გაიგო და თავადაც პროცესის გაგრძელების მზაობით უპასუხა.
„ვიზიტი ბრიუსელში მოწმობდა ჩვენს პოლიტიკურ გზავნილს მსოფლიოსთვის, რომ ჩვენთვის პოლიტიკურად ევროკავშირში ინტეგრაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს გზავნილი ევროკავშირის მხარემ სათანადოდ გაიზიარა.
როგორც საქართველოსათვის არის მნიშვნელოვანი ევროპაში ინტეგრაცია, ისინიც ადასტურებენ, რომ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველო. ორმხრივი სურვილი და ორმხრივი მზაობა დაფიქსირებულია, რაც არის იმის ძალიან კარგი წინაპირობა, რომ ეს პროცესი წარმატებით გაგრძელდება,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.