logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა
- +

21 თებერვალი. 2024. 13:35

 

 

ნინო წილოსანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. კენჭისყრისას ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე მის დანიშვნას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა.

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად არჩევის შემდეგ გათავისუფლდა. ჩიქოვანი ვიცე-სპიკერად 2023 წლის 16 ნოემბერს დაამტკიცეს.

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წილოსანს თანამებობაზე არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ მის არჩევასთან ერთად ავტომატურად უფლებამოსილება უწყდება მას, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner