logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე შს მინისტრის განცხადებას პრევენციული მიზანი ჰქონდა
- +

14 სექტემბერი. 2016. 17:32



დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მოსალოდნელი პროვოკაციების თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებას პრევენციული მიზანი ჰქონდა.



იმისთვის, რომ არჩევნებამდე ქვეყანა მშვიდად მივიდეს და შენარჩუნდეს ნორმალური პოლიტიკური ტემპერატურა, შსს- პრევენციული ღონისძიებების გატარება სჭირდება.

ზოგადად, როდესაც მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე კეთდება განცხადება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან, ამის მიზანი პრევენციაა, რათა ადამიანი, რომელიც მისდა უნებურად შეიძლება პროვოკაციური ეპიზოდის მონაწილე აღმოჩნდეს, ამასთან დაკავშირებით გაფრთხილდეს. ამასთ, არავითარი ამოცანა იმისა, რომ ვინმე დაფრთხეს, არ არსებობს", - განაცხადა ეკა ბესელია.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner