logo_geo
eng_logo
ვიქტორ ჯაფარიძე: სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში
- +

21 თებერვალი. 2024. 14:41

 

 

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თემაზე საუბრობს ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე.

 

როგორც ის ამბობს, სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. შესაბამისად, ის ხელისუფლებისგან პატიმრის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.

 

„სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი“, - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner