logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის - მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე
- +

21 თებერვალი. 2024. 14:55

 

 

მოხარული ვიყავი, მემასპინძლა ირაკლი კობახიძისთვის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველი ვიზიტით იმყოფებოდა, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორემა სოციალურ ქსელში დაწერა.

 

„მოხდა აზრთა არსებითი გაცვლა რეფორმების ძალისხმევაზე და საქართველოს მედეგობის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერაზე. მე მოვუწოდე ცხრა ნაბიჯის შესრულების დაჩქარებისკენ, მათ შორის არჩევნების, საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის და უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებისა და ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით“, – განაცხადა ბორელმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner