logo_geo
eng_logo
პატრიარქმა საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში კედარი დარგო
- +

12 მარტი. 2016. 14:19



თბილისის მერიასთან და გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დიღმის ტყე-პარკში დღეს კედარი დარგო.


აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მონაწილეობდნენ.



საგაზაფხულო გამწვანების პირველი აქცია დღეს დიღმის ტყე-პარკში 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა. აქციის დროს პატრიარქის 150-მა ნათლულმა და მათმა მშობლებმა კიპარისისა და კედარის 600 ნერგი დარგეს.


გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ქალაქის გამწვანებაში მოსახლეობაც აქტიურად იქნება ჩართული.


ამასთანავე, თბილისის მერიაში ცხადებენ, რომ წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა, 100 000 ხე-მცენარე კი შემოდგომაზე სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner