logo_geo
eng_logo
ვახტანგ მახარობლიშვილი: ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა
- +

21 თებერვალი. 2024. 15:22

 

 

„ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში“, - ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტი არის ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ძალიან მნიშვნელოვანი.

 

„ევროპარლამენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ევროკავშირის, შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან იყო ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო. მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიულოცა ევროპული საბჭოს დეკემბრის გადაწყვეტილება და აღუთქვა მხარდაჭერა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც შემდგომში უნდა განხორციელდეს, მათ შორის, რა თქმა უნდა, ცხრა ნაბიჯის განხორციელების პროცესში“, - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner