logo_geo
eng_logo
„The Guardian“-ის ცნობით, 2027 წელს უეფა-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს
- +

21 თებერვალი. 2024. 17:17

 

 

უეფა-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე ალექსანდერ ჩეფერინი შეიძლება ლევან კობიაშვილმა შეცვალოს. ამის შესახებ „The Guardian“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, ჩეფერინის განცხადებამ იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს მეოთხე ვადით კენჭისყრას, გააძლიერა კამათი ორგანიზაციის მომავალთან დაკავშირებით.

 

„რომ არა ჩეფერინის ეს განცხადება, 2027 წლის არჩევნებთან და კანდიდატებთან დაკავშირებით დისკუსია თითქმის არ იქნებოდა. პრეზიდენტობის მსურველები დაიწყებენ თანამდებობისთვის ბრძოლას. აშკარა კანდიდატი რამდენიმეა: პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ფერნანდო გომეში, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ არჩევნების წელს ის 75 წლის იქნება; ფიფა-ს საბჭოს წევრი რუმინელი რაზვან ბურლეანუ ახალგაზრდა კანდიდატად ითვლება, თუმცა, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას მოისურვებს. ექს-ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ხელმძღვანელობს და გასულ წელს უეფა-ს აღმასკომის წევრი გახდა, ჩეფერინის ახლო მოკავშირეა და აშკარა ფავორიტებს მიღმა, შეიძლება მისმა კანდიდატურამაც იმუშაოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner