logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი
- +

21 თებერვალი. 2024. 17:52

 

 

„NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დინამიური და შინაარსიანი პარტნიორობის და ინტეგრაციების საკითხებზე გვიწევს საუბარი. საქართველო ალიანსის უახლოესი და ერთგული პარტნიორია. ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. NATO-მ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, ალიანსთან ჩვენი თავსებადობის გაზრდაში. არც ჩვენ დაგვიკლია ძალისხმევა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ღირებულებები გაგვეთავისებინა, განგვეხორციელებინა ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგი და წინ წაგვეწია ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მიუხედავად შიდა თუ გარე უსაფრთხოების გამოწვევებისა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner