logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: საქართველო ღირებული პარტნიორია - მივესალმები საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას
- +

21 თებერვალი. 2024. 20:17

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

 

 

"საქართველო ღირებული პარტნიორია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მივესალმები საქართველოს მიერ უკრაინის მხარდაჭერას. ასევე იმედი მაქვს, რომ თბილისი გააძლიერებს რეფორმებს ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობის გზაზე", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner