logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ბაქრაძისა და რულოვსის უკან ისევ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილი ჩანს
- +

14 სექტემბერი. 2016. 17:54



ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაზე საუბრობს. მისი თქმით, პარტია ცდილობს გუნდის განახლებას ახალი სახეებით, თუმცა მათ უკან ისევ „ძველი ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ჩრდილი ჩანს".


„ნაციონალური მოძრაობა" ე.წ. რებრენდინგს 2012 წლიდან მოყოლებული ცდილობს, თუმცა რა გამოსდით, ეს სხვა საკითხია. მათ განახლება ძალიან უჭირდათ აქამდეც და უჭირთ ახლაც. აშკარად ვხედავ, რომ ახალი გვარ-სახელების წამოწევას ცდილობენ, თუმცა ბაქრაძისა და რულოვსის უკან ისევ ძველი ლიდერის - მიხეილ სააკაშვილის ჩრდილი ჩანს.


„ნაციონალებს" არ ახასიათებთ სიღრმისეული შეცვლა, აი, ზედაპირზე კი საკმაოდ მობილურები არიან და ადვილად იცვლიან გარეგნულ სახეს იმის მიხედვით, ვინ და რა სჭირდებათ კონკრეტულ მომენტში. ამ პარტიის ზეობის ხანაშიც იყო არაერთი ფიგურა, რომლებიც საზოგადოებას განსაკუთრებულად აღიზიანებდნენ. პარტია მაშინაც ცდილობდა საზოგადოების განწყობის გათვალისწინებას და ამ ადამიანებს, ასე ვთქვათ, გადამალავდნენ ხოლმე. მათ ადგილას ჩნდებოდნენ თითქოს ახალი სახეები, თუმცა მალევე ისინიც იმ გადამალულებს ემსგავსებოდნენ. ცოტა რომ დაფიქრდნენ და სტილი და სტრატეგია შეცვალონ, იქნებ პოლიტიკოსების შეცვლა აღარც დასჭირდეთ. ვფიქრობ, სწორედ ამ მოტივით ვერ მოხვდნენ სიაში გოკა გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, გივი თარგამაძე და სხვანი, თუმცა, არა მგონია, ამით პარტიამ დიდი დანაკლისი განიცადოს. როგორც უკვე აღვნიშნე, „ნაციონალთა" ტრადიციის მიხედვით, ვითომ ახალი სახეებიც ნელ-ნელა ძველს დაემსგავსებიან. ესეც რომ არ იყოს, ფაქტია, რომ ამ პარტიის პოლიტიკას სწორედ ძველი სახეები განსაზღვრავენ სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სიაში რულოვსის მეორე ნომრად ჩასმა სააკაშვილის ნიშანია, მეც მანდ ვარო... თუ მიშა აქ არის, დანარჩენებიც შორს არ წავლენ. უბრალოდ, ის ხალხი, ვინც ამომრჩეველს აფრთხობს, დროებით მოაშორეს ჩვენს თვალსაწიერს", - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner