"ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება," - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ასოცირების საბჭოს გზავნილებიც საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის ნაწილია.
„ასოცირების საბჭოს გზავნილები ნაწილია იმ ძალიან შედეგიანი თანამშრომლობის, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რომელსაც ვავითარებთ. ევროკავშირში ინტეგრაცია ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი. შესაბამისად, თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩამობრძანდა ბრიუსელში პირველი საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, არის სწორედ ამის გამოხატულება. ეს გზავნილებიც ნაწილია იმ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ ევროკავშირთან გვაკავშირებს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.