"კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
აბაშიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ფსევდო-ევროატლანტიკოსების მავნებლური პროპაგანდა საქართველოზე კიდევ ერთხელ გაქარწყლდა, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისკენ.
„რადიკალური ოპოზიციის ფსევდო-ევროატლანტიკოსების მავნებლური პროპაგანდა საქართველოზე კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ნატოს შტაბ-ბინიდან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივანმა სტოლტენბერგმა პრემიერ კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა - გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი წევრობისკენ.
ნატო-ს ხელმძღვანელმა მადლიერებით აღნიშნა, რომ სხვა პარტნიორებთან ერთად, საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკრაინის მხარდამჭერი პაკეტების შემუშავებაში და უზრუნველყოფს უკრაინის ჰუმანიტარულ, ფინანსურ დახმარებას და მასპინძლობს ათასობით უკრაინელ ლტოლვილს.
კონტენტ-ანალიზის გარეშეც შესამჩნევია, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უნისონში ეწინააღმდეგებიან კრემლი და მისი სასარგებლო იდიოტი, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.