logo_geo
eng_logo
მარიამ ლაშხი AEGEE-TBILISI ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

21 თებერვალი. 2024. 23:04

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი ახალგაზრდული ორგანიზაციის AEGEE-TBILISI წევრებს შეხვდა.

 

 

დეპუტატმა ახალგაზრდებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში გადადგმულ ნაბიჯებზე.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლზე და მათ ჩართულობაზე.

 

 

„შეხვედრისას ვისაუბრეთ ახალგაზრდების განვითარებაზე, მათ როლზე ევროინტეგრაციის პროცესში ასევე, მშვიდობის პოლიტიკაზე, რომელიც არის ამ ორგანიზაციის ერთ–ერთი მიმართულება. ვისაუბრეთ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან არსებული ახალგაზრდობის საბჭოში მათ ჩართულობაზე; ევროპული ღონისძიებების საქართველოში ჩამოტანაზე და მასში საქართველოს პარლამენტის როლზე. მისასალმებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე ბრიუსელის ოფისში ქართველი დაინიშნა, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს თანამშრომლობის განვითარებას“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.

 

 

მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები დაგეგმეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner