logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო, ჩვენ რეგიონში ალიანსის ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი ვართ
- +

21 თებერვალი. 2024. 23:55

"ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც ყოველწლიურად ვითარდება. ფატია, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნიან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად," - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ხაზი გაესვა იმას, რომ ალიანსსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს.

 

 

„მეორეს მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია, ის საერთო წვრთნები, რომელსაც ჩვენ ნატოსთან ერთად ვატარებთ და ასევე მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით არამხოლოდ საქართველოს სამხედროებისთვის, არამედ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების სამხედროებისთვის. ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველო არ არის მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო, ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო დასაყრდენი პარტნიორი და ეს არაერთხელ დამტკიცდა, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად იღებდა მონაწილეობას ნატოს მისებში. ჩვენს სამხედროებს აქვთ ძალიან მაღალი შეფასება. საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა უნდა გაძლიერდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენი თანხვედრა ნატოს ძალებთან მიმართებით კიდევ უფრო გაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინსტრუმენტები და გეგმები, რომლებიც უკავშირდება თავდაცვის სამინისტროს ხედვას 2030-თან მიმართებით. წლიდან წლამდე ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იზრდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner