logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, საქართველო დღეს იყენებს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის
- +

21 თებერვალი. 2024. 23:56

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოში ან ევროკავშირში ინტეგრაციაზე, პრაქტიკულად, საქართველო დღეს იყენებს ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 

„მე არანაირ სისუსტეებზე საუბარი არ მომისმენია არც დღეს და არც გუშინ, ევროკავშირში შეხვედრაზე. თუ რაიმეზე იყო საუბარი, ეს იყო ის, რომ ჩვენ ძალიან დიდ პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ იმისათვის, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, გვჭირდება უფრო მეტი გადაწყვეტილება და რეფორმა. ამ რეფორმებში ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. რა თქმა უნდა, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის ნაწილში გვაქვს ნატოს წევრი სახელმწიფოების იმედი, ხოლო ევროინტეგრაციის ნაწილში გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების იმედი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინტეგრაციაზე, საქართველო პრაქტიკულად დღეს იყენებს ამ ორივე ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვან ელემენტებს, რომელიც ხელმისაწვდომია უკვე წევრი სახელმწიფოებისთვის. მაგალითისთვის მოვიყვან იმას, რომ ევროკავშირში ჩვენ უკვე ვსაუბრობთ იმაზე, რომ გვსურს, ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ ისეთი სიკეთეები, რომლითაც უკვე სარგებლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები. ასეთია როუმინგული საერთო მომსახურება, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს, მობილურ კავშირთან მიმართებით ისარგებლონ ზუსტად იმავე შესაძლებლობებით - რაც საქართველოში აქვთ, იგივე მოხდეს ევროკავშირში და პირიქით. ასევე ვსაუბრობთ საბანკო თანამშრომლობაზე, სადაც მოიხსნება დამატებითი ბარიერები ჩვენი მოქალაქეებისთვის ურთიერთგადარიცხვების ნაწილში. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ 9 ან 12 პრიორიტეტზეა დამოკიდებული საქართველოს პროგრესი, არ არის სწორი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი და ფართო დღის წესრიგი, რომელიც გათვალისწინებულია ყოველწლიური სამოქმედო გეგმით და ამ გეგმებს ჩვენი ქვეყანა ძალიან მკაფიოდ, სწრაფად და შედეგიანად ასრულებს. ამ ორმა დღემ ცხადყო, რომელიც საქართველოს აქვს რეფორმების დღის წესრიგში, არის ძალიან მაღალი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner