"ალიანსში წარმოდგენილი აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო და ასევე ევროკავშირის აბსოლუტურად ყველა წევრი სახელმწიფო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მადლიერები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი გაგრძელდეს. იმიტომ რომ ჩვენთვის, არაღიარების პოლიტიკა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი და, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით შედეგების დასადებად ამ სახელმწიფოების მხარდაჭერა და პარტნიორობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.