"გლობალური ომის პარტიაში უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონგლობალური ომის პარტიისა და ლობისტების თვალთახედვის არეალშია, რომელი გამოიკვეთება უკეთეს ლიდერად - მიხეილ სააკაშვილი თუ სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირებულია, მისი წარსული ძალიან მძიმეა და მისმა დანაშაულებმა ის ძალიან მყარად გაჭედა საპყრობილეში - სრულიად კანონიერად. მისი გათავისუფლება ძალიან რთული იქნება, თუმცა ამის სქემაც არსებობს - თუკი დაუკვეთენ, სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ, დღეს-დღეობით უპირატესობას მაინც სალომე ზურაბიშვილს ანიჭებენ და ამზადებენ, რომ „ლელოს“ შეუერთონ. ახლა „ლელოს“ მეტად ახლოს წევენ სალომე ზურაბიშვილთან, მაგრამ მიდის ასევე დაკვირვება, რომ გვარამია და მელია ერთმანეთს შეუერთდნენ, თუ შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას“, - აღნიშნა ხუნდაძემ.