logo_geo
eng_logo
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს უკრაინის საზღვართან „ისკანდერის“ 48 გამშვები დანადგარი აქვს განთავსებული
- +

22 თებერვალი. 2024. 01:37

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს უკრაინის საზღვართან „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების 48 გამშვები დანადგარი აქვს განთავსებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.

 

 

„ამ დრომდე იყო 46, ახლა 48 გახდა - დაემატა ორი გამშვები განადგარი. რუსეთმა ჩამოაყალიბა დამატებითი ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად“, - აღნიშნა სკიბიცკიმ,

 

 

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობა დაახლოებით 470 000 სამხედროს ითვლის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner