უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს უკრაინის საზღვართან „ისკანდერის“ ტიპის რაკეტების 48 გამშვები დანადგარი აქვს განთავსებული. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, გენერალ-მაიორ ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა.
„ამ დრომდე იყო 46, ახლა 48 გახდა - დაემატა ორი გამშვები განადგარი. რუსეთმა ჩამოაყალიბა დამატებითი ტაქტიკური ჯგუფი, რომელიც გამოიყენება რუსეთის ტერიტორიიდან ბალისტიკური რაკეტების გასაშვებად“, - აღნიშნა სკიბიცკიმ,
უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, უკრაინის ტერიტორიაზე ოკუპანტების სახმელეთო ჯარების პირადი შემადგენლობა დაახლოებით 470 000 სამხედროს ითვლის.