logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც პროპაგანდისტულ ნაწილს ემსახურება
- +

ავტორი ანა ფერაძე

14 სექტემბერი. 2016. 18:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ვოლსკიმ „რეპორტიორთან" პაატა ბურჭულაძის და ნიკა გვარამიას სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერზე ისაუბრა. როგორც ვოლსკიმ „რეპორტიორთან" აღნიშნა, ეს აუდიოჩანაწერი „ნაციონალების" მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ზიანის მიყენების მიზნით გავრცელდა.


„ჩანაწერში ახალი არაფერია. ნიკა გვარამია თავისუფალი მედიის ხელმძღვანელი კი არა, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც პროპაგანდისტულ ნაწილს ემსახურება.

 

პაატა ბურჭულაძე „ნაციონალური მოძრაობის" ჩამოყალიბებული სატელიტია. „ნაციონალების" ინტერესშია, რომ უსაფრთხოების სამსახურებს, სახელმწიფო სტრუქტურებს რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს. ამ აუდიოჩანაწერის გავრცელების ინტერესი თუ ვინმეს ჰქონდა, ეს, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობაა".

 

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში ჩამოდიან საერთაშორისო დამკვირვებლები არჩევნების შეფასებისთვის. ეს ყველაფერი კი, მათ საყურადღებოდ კეთდება.

 

არსებობს მოსაზრება, რომ პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ამ ჩანაწერით თავი გამოავლინა არათუ „ნაციონალების" მოკავშირედ, არამედ აღმოჩნდა დაქვემდებარებული ადამიანი, რომლიც დატუქსვასაც იღებს და თავის მართლებასაც ცდილობს", - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner