logo_geo
eng_logo
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო: უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ
- +

22 თებერვალი. 2024. 01:09

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურები ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ.

 

 

მანამდე სააგენტო Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანმა რუსეთს 400-მდე ბალისტიკური რაკეტა გადასცა.

 

 

როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, რომ რაკეტების მიწოდება დაიწყო იანვრის დასაწყისში მას შემდეგ, რაც შეთანხმება გაფორმდა გასული წლის ბოლოს გამართულ შეხვედრებზე ირანელ და რუს სამხედრო პირებს შორის.

 

 

ირანელი სამხედრო ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რაკეტების, სულ მცირე, ოთხი მიწოდება განხორციელდა და კიდევ უფრო მეტი განხორციელდება უახლოეს კვირებში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner