logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა
- +

22 თებერვალი. 2024. 00:32

"გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა - თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი," - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, ამ 800 ათასში შედიან არა მხოლოდ სამუშაოდ, არამედ ასევე სამკურნალოდ, სასწავლებლად და ტურისტული მიზნით ქვეყნიდან გასული ადამიანები.

 

 

„ოპოზიცია დეზინფორმაციას მტრობის სტიმულირებისთვის იყენებს, რათა მოატყუონ ამომრჩეველი არა მხოლოდ არარეალური დაპირებებით, მაგალითად, 1000-ლარიანი პენსია უკვე თავად ოპოზიციაშიც ქილიკის საგანი გახდა, არამედ დეზინფორმაციითაც. მაგალითად, გიორგი ვაშაძე ჩაჭიდებულია იმას, რომ თითქოს 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გაიქცა. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. 800 000 მოქალაქე ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არავინ დაბრუნებულა - თავად ვაშაძეც არის ამ 800 000-ში უკვე რამდენჯერმე ნამყოფი. ეს არიან ტურისტული მიზნებით, სამკურნალოდ, სასწავლებლად და სამუშაოდ წასული ადამიანები. 6-ჯერ უარესი მონაცემები იყო „ნაცმოძრაობის“ დროს, ვიდრე დღეს არის მიგრაციის თვალსაზრისით. მათი მმართველობის პერიოდში ქვეყნიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა 247 000 მოქალაქე. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს - გამოვაკლებ 2022-2023 წლების მონაცემებს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო გააქტიურებული იმიგრაციის ამბავი სასპეკულაციო არ გახდეს - მხოლოდ 47 000 მოქალაქე დააკლდა ქვეყანას, ანუ გასვლა-შემოსვლის სხვაობა არის მინუს 47 ათასი“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner