აგროსესხები სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვისაა. ეს სერვისი, მსოფლიო მასშტაბით, ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი ფერმერებისთვის, ისე ამ სფეროში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების მსურველი პირებისთვის.
აგროსესხის არარსებობა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებდა სოფლის მეურნეობის სექტორსა და ფერმერებზე, რომლებისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია მეურნეობის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის.
რისთვის არის საჭირო აგროსესხი
სოფლის მეურნეობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ამინდი, მავნებლების არსებობა, ბაზრის რყევები და სხვა. ეს ის მიზეზებია, რამაც შეიძლება იმოქმედოს მოსავლიანობასა და შემოსავლებზე.
რომ შევაჯამოთ, აგროსესხების არარსებობამ შეიძლება შეაფერხოს სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა.
MBC-ის აგროსესხი
MBC ერთ-ერთი ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის განვითარებას. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 2 სახის აგროსესხს გასცემს:
1.უზრუნველყოფილი აგროსესხი: 2 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობით;
MBC ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას, რაც სესხის აღების პროცესს ამარტივებს.
აუცილებელია, რომ დაფინანსების მიღების მსურველი იყოს მინიმუმ 21 წლის, ჰქონდეს აგრომეურნეობა ან იყოს თვითდასაქმებული აგრომეწარმე.
MBC-ის აგრო სესხი გაიცემა ID ბარათის ან პასპორტის საფუძველზე.
პირობები მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე:
კომპანია მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გაუწიოს მსურველებს ბიზნეს კონსულტაცია და ფინანსური რჩევებითაც დაეხმაროს.