logo_geo
eng_logo
აგროსესხი სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად
- +

22 თებერვალი. 2024. 09:36

 

 

აგროსესხები სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვისაა. ეს სერვისი, მსოფლიო მასშტაბით, ხელმისაწვდომია როგორც ადგილობრივი ფერმერებისთვის, ისე  ამ სფეროში ბიზნეს საქმიანობის წამოწყების მსურველი პირებისთვის.

 

აგროსესხის არარსებობა მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებდა სოფლის მეურნეობის სექტორსა და ფერმერებზე, რომლებისთვისაც ფინანსური მხარდაჭერა გადამწყვეტია მეურნეობის შენარჩუნებისა და გაფართოებისთვის.

 

 რისთვის არის საჭირო აგროსესხი

სოფლის მეურნეობაზე გავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: ამინდი, მავნებლების არსებობა, ბაზრის რყევები და სხვა. ეს ის მიზეზებია, რამაც შეიძლება იმოქმედოს მოსავლიანობასა და შემოსავლებზე.

 

  • ფერმერებს ხშირად ესაჭიროებათ ფინანსური დახმარება ახალ აღჭურვილობაში, ტექნოლოგიაში, თესლსა თუ ყველა იმ რესურსებში ინვესტირებისთვის, რომლებიც ზრდის პროდუქტიულობას და ამცირებს პოტენციურ ზარალს.
  • აგროსესხებზე ხელმისაწვდომობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, ფერმერებს გაუჭირდებოდათ რისკების მართვა, ცვალებად პირობებთან ადაპტაცია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ზრდა და გაფართოება.
  • ფერმერებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სურსათის წარმოებაზე, რაც გამოიწვევს საკვების ხელმისაწვდომობის შემცირებას და სურსათზე ფასების ზრდას. ამან, თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს სურსათის უსაფრთხოებაზე როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე.
  • სოფლის მეურნეობა სოფლის მაცხოვრებლებისთვის ძირითადი საარსებო წყაროა. აგრო სესხის გარეშე, სოფლის თემების ეკონომიკური ჯანმრთელობა შეიძლება დაზარალდეს, რაც გავლენას მოახდენს იმ ბიზნესებზეც, რომლებიც დამოკიდებული არიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე.

 

რომ შევაჯამოთ, აგროსესხების არარსებობამ შეიძლება შეაფერხოს სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა.

 

MBC-ის აგროსესხი

MBC ერთ-ერთი ის მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს სოფლის მეურნეობის განვითარებას. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად 2 სახის აგროსესხს გასცემს:

 

1.უზრუნველყოფილი აგროსესხი: 2 000-დან 100 000 ლარამდე მოცულობით;

  1. უგირავნო აგროსესხი: 500-დან 20 000 ლარამდე მოცულობით.

 

MBC ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას, რაც სესხის აღების პროცესს ამარტივებს.

 

აუცილებელია, რომ დაფინანსების მიღების მსურველი იყოს მინიმუმ 21 წლის, ჰქონდეს აგრომეურნეობა ან იყოს თვითდასაქმებული აგრომეწარმე.

 

MBC-ის აგრო სესხი გაიცემა ID ბარათის ან პასპორტის საფუძველზე.

 

პირობები მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე:

 

  • კომპანია განიხილავს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის მქონე მომხმარებლის განაცხადს;
  • გექნება გადახდის ინდივიდუალური, შემოსავლებსა და სეზონურობაზე მორგებული გრაფიკი;
  • ყოველთვიური შენატანით დაფარავ როგორც ძირითად თანხას, ასევე სესხის პროცენტს;
  • გექნება ხანგრძლივი, 11 თვემდე საშეღავათო პერიოდი;
  • სესხის მაქსიმალური ვადა 120 თვეა.

 

კომპანია მზად არის, სრულიად უსასყიდლოდ გაუწიოს მსურველებს ბიზნეს კონსულტაცია და ფინანსური რჩევებითაც დაეხმაროს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner