logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში, 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება
- +

22 თებერვალი. 2024. 10:08

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“ მარნეულის მუნიციპალიტეტში ხრამ არხის სარწყავი სისტემის  მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ახორციელებს. აღდგენილი საირიგაციო სისტემით ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების  11 სოფელი (ცურტავი, ფარიზი, ყიზილაჯლო, თამარისი, წერეთელი, საბირქენდი, ალგეთი, თაზაქენდი, აზიზქენდი, ალგეთის მევენახეობა, ქეშალო), ქალაქ მარნეულის მიმდებარე ტერიტორია და სამეწარმეო დანიშნულების ობიექტები ისარგებლებენ.

 

ჩატარებული სამუშაოები რეგიონში 4075 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფას გააუმჯობესებს, რაც ხარისხიან მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

საირიგაციო ქსელზე მიმდინარე სამუშაოები „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა თამაზ მღებრიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

 

პროექტის ღირებულება  4,4 მლნ ლარია.

 

სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

 

აღსანიშნავია, რომ, დღეის მდგომარეობით, ქვემო ქართლის რეგიონში  სამელიორაციო ინფრასტრუქტურის  7 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 1 885 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი  რეგულარულად   მოირწყვება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner