„დღესდღეობით, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" არა მხოლოდ ბარიერს გადალახავს, არამედ ძალიან ბევრ ხმას დააგროვებს", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მამრაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა პარტიებს გაუჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა.
„არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება" შექმნის პარლამენტში საკუთარი ძალებით უმრავლესობას. ასევე, „ნაციონალური მოძრაობა" გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ყველა არის საეჭვო. ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ რომელიმე ნამდვილად გადალახავს 5%-იან ბარიერს",- განაცხადა მამრაძემ.