logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: ვერცერთ პარტიაზე ვერ იტყვი, რომ რომელიმე ნამდვილად გადალახავს 5%-იან ბარიერს
- +

14 სექტემბერი. 2016. 18:02


 

„დღესდღეობით, როდესაც არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება" არა მხოლოდ ბარიერს გადალახავს, არამედ ძალიან ბევრ ხმას დააგროვებს", - ამის შესახებ „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მამრაძემ ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა პარტიებს გაუჭირდებათ 5%-იანი ბარიერის გადალახვა.


„არ გამოვრიცხავ, რომ „ოცნება" შექმნის პარლამენტში საკუთარი ძალებით უმრავლესობას. ასევე, „ნაციონალური მოძრაობა" გადალახავს ბარიერს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ყველა არის საეჭვო. ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ რომელიმე ნამდვილად გადალახავს 5%-იან ბარიერს",- განაცხადა მამრაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner