logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: NATO-ში ჩვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას მაღალ დონეზე აფასებენ
- +

22 თებერვალი. 2024. 10:41

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“ ჩართვისას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით უწყებაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, ალიანსის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველო მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელი სახელმწიფო არ არის.

 

„ჩვენ რეგიონში ვართ ერთ-ერთი სანდო, დასაყრდენი პარტნიორი და ეს ყველაფერი დამტკიცდა არაერთხელ, როდესაც საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა NATO-ს მისიებში“, - აღნიშნა მინისტრმა. ირაკლი ჩიქოვანმა NATO-ელი პარტნიორების მხრიდან ქართველი სამხედროების მაღალ შეფასებაზეც გაამახვილა ყურადღება.

 

NATO-ს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრების შეჯამებისას, მან აღნიშნა, რომ ალიანსთან თანამშრომლობა ყოველწლიურად ვითარდება როგორც ალიანსის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებში, ასევე NATO-სთან თანამშრომლობის მექანიზმის ფარგლებში, რაც საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

 

„არსებობს წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები კონკრეტულ სახელმწიფოებთან და ამის არაერთი მაგალითი გვინახავს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ერთობლივი წვრთნები, რომელსაც ვატარებთ NATO-სთან ერთად. მნიშვნელოვანია, ასევე, ის შესაძლებლობები, რომელსაც ვქმნით როგორც ქართველი სამხედროებისთვის, ისე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს სამხედროებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner